26.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026
banner

ჯაშუშობის ბრალდებით ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი დააკავეს

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუს) გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

სუს-ის ინფორმაციით, დაკავებულია საქართველოს მოქალაქე, რომელიც დაკავშირებული იყო ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურთან.

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი წლების განმავლობაში, მატერიალური სარგებლის მიღებისა და უცხო ქვეყნის ინტერესების გატარების მიზნით, სისტემატურად მოიპოვებდა ინფორმაციას და მას უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს გადასცემდა,“ — განაცხადეს სუს-ში.

banner
წინა სტატიაშიპიტ ჰეგსეთი: ირანზე დარტყმების განახლებისთვის საკმარისი საბრძოლო მასალა გვაქვს
შემდეგი სტატიარუსეთმა სომხეთიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია