29.2 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გულბაათ რცხილაძე ტელეკომპანია ობიექტივიდან ირანში ჩასვლას და რეპორტაჟის მომზადებას აპირებდა

ირანის ელჩის, ალი მოჯანის მიერ მისივე სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით ხდება ცნობილი, რომ 2 ქვეყნის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გულბაათ რცხილაძე ტელეკომპანია ობიექტივიდან ირანში ჩასვლას და რეპორტაჟის მომზადებას აპირებდა.

ირანელმა დიპლომატმა 22 მაისს გამოაქვეყნა მედია – კავშირ ობიექტივიდან გაგზავნილი მიმართვა, რომელიც 7 მაისით თარიღდება. წერილში ნათქვამია, რომ გადამღები ჯგუფი მზადყოფნას გამოთქვამს ეწვიოს ქალაქ მინაბს და მოამზადოს რეპორტაჟი. ამავე წერილის მიხედვით, ჯგუფის შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო გულბაათ რცხილაძეც, რომელიც დასახელებულია როგორც “ცნობილი ექსპერტი” და “საავტორო გადაცემის წამყვანი”.

“ობიექტივის” წერილს ირანის საელჩომ 21 მაისს უპასუხა, რომ გადამღები ჯგუფის ირანში ცხოვრების ხარჯებს მთლიანად საელჩო აანაზღაურებდა.

დღეს სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოში რუსოფობიის მონიტორინგის საბჭოს დამფუძნებელი, გულბაათ რცხილაძე დააკავა. უწყების ცნობით, ბრალდებული დაკავშირებული იყო 2 ქვეყნის სპეცსამსახურებთან და მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათ ინფორმაციას გადასცემდა.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი: ჩვენ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებისთვის ვემზადებით
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: არავითარი რუსეთის აგენტები არ დაუჭერიათ