ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ამერიკელი სპეცსამსახურების თანამშრომლების სიაზე ნადირობდა

ჯაშუშობაში ბრალდებული ამერიკელი პოლ ნიკოლას უილანი სპეცსამსახურების თანამშრომლების სიაზე ნადირობდა. ის დააკავეს მაშინ, როცა რუსეთის მოქალაქისგან მიიღო მონაცემები, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენდა – რუსული მედია წერს. სიის გადაცემა მოხდა სასტუმრო “მეტროპოლის” ნომერში, სადაც ამერიკელი ცხოვრობდა. მეხსიერების ბარათი, რომელიც უილანისგან ამოიღეს, რამდენიმე წუთის გადაცემული იყო, როცა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა ის დააპატიმრეს.
უილანი დაახლოებით ათი წლის წინ დარეგისტრირდა იმ ინტერნეტ რესურსებზე, სადაც რუსები არიან. ის რუსულ ენას კარგად ფლობს. ამერიკელი კომპანია BorgWarner Incorporated-ის თანამშრომელია, მანამდე ჯარისკაცი იყო და ერაყშიც მსახურობდა. პოლ უილანი 28 დეკემბერს დააკავეს. მას დღეს ოფიციალურად წაუყენეს ბრალი რუსეთის წინააღმდეგ ჯაშუშობაში, რომლის დამტკიცების შემთხვევაში, უილანს 10-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში 8.5 კილო ჰეროინის შემცველი ნარკოტიკის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
შემდეგი სტატია“არჩილ თალაკვაძე ჩუმად იჯდა ფრაქციის სხდომაზე” – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი კამერების წინ არ ჩნდება