17.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 18, 2026
banner

“ჯაშუში რომ ვყოფილიყავი, დამაკავებდნენ კი არა, დამამუშავებდნენ”- გიორგი უძილაური

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ბიძინა ივანიშვილის ყოფილი წარმომადგენლის, გიორგი უძილაურის განცხადებით, მართლა რომ ჯაშუში ყოფილიყო,  კი არ დაიჭერდნენ, არამედ „დაამუშავებდნენ“.

გიორგი უძილაურის განცხადება მედიას მისმა ადვოკატმა, ბექა გულედანმა დღეს, 16 ივლისს, გამართული სასამართლოს სხდომის შემდეგ გააცნო. ვინაიდან უძილაურის საქმეს გრიფი საიდუმლო ადევს, სასამართლო დახურულია და საქმის დეტალები საჯარო არ არის.

„გიორგი, როგორც ადრე, თავს დამნაშავედ არ ცნობს.  თქვა, რომ მე რომ ჯაშუში ვყოფილიყავი, კონტრდაზვერვა კი არ დამაკავებდა, დამამუშავებდაო. ასევე თქვა, მე პოზიციებს იმის მიხედვით არ ვიცვლი, ტრენდი როგორ იცვლება პოლიტიკაშიო… ეს გიორგიმ იცის, როგორი ტრენდია. ალბათ, იცვლება სხვადასხვა ტრენდი“, – განაცხადა ბექა გულედანმა.

ადვოკატის თქმით, გიორგი უძილაურის საქმეში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლები არ არიან.

„გავრცელებულ კადრებში ვინც ჩანს, ნაცნობები არიან, კონვერტში რა იდო? იდო თანხა? ვინმემ თანხა ნახა? საქმეში არ არის. არავინ არ იცის კონვერტში რა იდო, გამოძიებამ დაადგინოს. ასევე, საქმეში არანაირი დაშიფრული მასალები არ არის“, – განაცხადა ბექა გულედანმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ზარქუა: სქური დაიბრუნებს ღირსეულ ადგილს საქართველოს საკურორტო რუკაზე
შემდეგი სტატიაუკრაინის უმაღლესმა რადამ ახალი მთავრობა დანიშნა