ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის განცხადებით, დომენი rustavi2.com რეგისტრაციის დღიდან მათ ეკუთვნით

სამაუწყებლო კომპანია

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დამფუძნებლების, ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის განცხადებით, დომენი rustavi2.com რეგისტრაციის დღიდან მათ ეკუთვნით. ამის შესახებ დავით დვალი ფეისბუქზე წერს.

“ჩვენ, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის დამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ვაცხადებთ, რომ დომენი rustavi2.com დღიდან მისი რეგისტრაციისა ყოველთვის ჩვენ გვეკუთვნოდა და ასეა დღესაც. 2004 წელს, როცა ნაცონალურმა ხელისუფლებამ იძულებით დაგვათმობინა ჩვენი კუთვნილი 60% წილი რუსთავი 2-ში, სიჩქარეში არც გახსენებიათ რომ დომენი rustavi2.com ცალკე საკუთრებას წარმოადგენდა და ასე განაგრძეს ჩვენი კუთვნილი ინტერნეტ რესურსით სარგებლობა.
არც იმით დაინტერესებულან, თუ ვინ ფარავდა მთელი 13 წლის განმავლობაში რესურსით სარგებლობის თანხებს.

დღეიდან ჩვენ ვწყვეტთ ქველმოქმედებას და შევეცდებით, ოდნავ მაინც დავაბალანსოთ პროპაგანდის და დეზინფორმაციის მძლავრი ნაკადი, რომელიც ჩვენთვის წართმეული ტელევიზიიდან მოედინება. ჩვენს საიტზე rustavi2.info დაიდება და თავს მოიყრის ბევრი ნაცნობი თუ უცნობი მასალა, რათა საზოგადოებამ სრული ინფორმაცია მიიღოს რუსთავი 2-ის საქმეზე”, – წერს დვალი.

აღსანიშნავია, რომ რუსთავი 2-ის საიტი(rustavi2.com) რამდენიმე წუთით არხის დამფუძნებლების საიტ rustavi2.info-ზე მისამართდებოდა.

banner
წინა სტატიაში“რუსთავი-2”-ის ვებგვერდი რამდენიმე წუთის განმავლობაში გატეხილი იყო
შემდეგი სტატიაქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე მისასვლელი რკინიგზის მშენებლობა იწყება