ჯარისკაცს, რომელმაც სომხეთში ოჯახი ამოწყვიტა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

ჯარისკაცს, რომელმაც სომხეთში ოჯახი ამოწყვიტა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

5სომხეთის ქალაქ გიუმრში, რუსულ სამხედრო ბაზაზე, სასამართლომ დღეს, 23 აგვისტოს რუს ჯარისკაცს ვალერი პერმიაკოვს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა მკვლელობისთვის, რომლის დროსაც მან ავეტისიანის ოჯახის 7 წევრი დახოცა. სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, პერმიაკოვი დამნაშავედ იქნა აღიარებული. მას ბრალი დაუმტკიცდა ავეტისიანის ოჯახის წევრების მოკვლაში, ყაჩაღურ თავდასხმასა და საზღვრის არაკანონიერ გადალახვაში.

რუსმა ყოფილმა მოსამსახურემ ადრე სრულიად აღიარა დანაშაული, მაგრამ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.
შემთხვევა 2015 წლის 12 იანვარს მოხდა. ბოროტმოქმედმა ავეტისიანის ოჯახის წევრები, მათ შორის ორი მცირეწლოვანი მოკლა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვოლსკი: ძალიან ბევრი დამკვირვებელი ეყოლება ამ არჩევნებს
შემდეგი სტატიარუსეთიდან გამოდეპორტებული ქართველი კანონიერი ქურდი, რომელიც საქართველოში არ დაუკავებიათ