ჯარისკაცს, რომელიც ტაქსის მძღოლადაც მუშაობდა, გაუპატიურების მცდელობას ედავებიან

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ინსტრუქტორი, რომელიც გლდანის ციხეში ზის, გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

საქმის მასალებით, რომელიც პროკურატურაში დევს, დგინდება, რომ ჯარისკაცი სამუშაო საათების დასრულების შემდეგ ტაქსის მძღოლად მუშაობდა.

პროკურორი ამტკიცებს, რომ თავდაცვის სამინსიტროს ინსტრუქტორმა სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, ტაქსის მძღოლად მუშაობის დროს მგზავრის გაუპატიურება სცადა.

ადვოკატების მოთხოვნის მიუხედავად, სასამართლომ ჯარისკაცი პატიმრობაში დატოვა.

პროკურორი სხდომაზე ამტკიცებდა, რომ აქვს ყველანაირი მტკიცებულება, რომ სამხედრო ღამით საკუთარ მანქანაში მგზავრზე სექსუალურ ძალადობას ცდილობდა.

ბრალდებულის ოჯახი კონკრეტულ დეტალებს ყვება. ნათია შარაშენიძე ძმის ჩვენებიდან ფრაგმენტებს ასაჯაროებს.

ჩვენების მიხედვით, მოქმედმა ჯარისკაცმა, რომელიც სამსახურის შემდეგ ტაქსის მძღოლად მუშაობდა, ღამის საათებში ახალგაზრდა ატირებული გოგო დაინახა და დახმარება შესთავაზა.

ბრალდებულის თქმით, დასახელებულ მისამართზე მიყვანამდე ავტომობილი გაფუჭდა და მან გაზგასამართ სადგურამდე ხელით მიიყვანა. ოჯახი ამბობს, რომ ჯარისკაცი 15-წლიანი სტაჟით გამოგონილი ბრალდებების მსხვერპლია და ის სახელმწიფომ გაწირა.

ჩვენებაში დაზარალებული ამბობს, რომ ძალადობის მცდელობის დროს მან მანქანაში ტელეფონი და ხელოვნური წამწამი დაკარგა. სამართალდამცველებმა ბრალდებულის ავტომობილში ამ ნივთებს ვერ მიაკვლიეს.

ქალი, რომელსაც ჯარისკაცის ოჯახი ცრუ დასმენაში ადანაშაულებს, ერთ-ერთი სახელმწიფო უწყების თანამშრომელია. კურიერმა მას კონფიდენციალურობის დაცვით ბრალდებებზე პასუხის გაცემა შესთავაზა, თუმცა, მან მომხდარზე საუბარი არ ისურვა.

დაკავებული ჯარისკაცის ოჯახი დარწმუნებულია, რომ აგვისტოს ომის მონაწილეს პროვოკაცია მოუწყვეს და ის შიდა კლანურ დაპირისპირებას ემსხვერპლა.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს სავალუტო ჯიხურის გაძარცვას ედავებიან
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე: მომავალმა პრეზიდენტმა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში უნდა ჩამოაყალიბოს ახალი ტრადიცია, რაც ვერ ჩამოაყალიბა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა