ჯარისკაცის ცემასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო და თუ გამოვლინდა დანაშაულის ნიშნები, ვინც არ უნდა იყოს, კანონის წინაშე აგებს პასუხს

თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, ჯარისკაცის ცემასთან დაკავშირებით გაჟღერებულ ინფორმაციას იძიებს. როგორც იზორია აცხადებს, თუ გამოვლინდა დანაშაულის ნიშნები, ყველა პირი, განურჩევლად სტატუსისა, დაისჯება.

„როგორც კი აღნიშნული ინფორმაცია მივიღეთ, სამხედრო პოლიციამ აღძრა საქმე შესაძლო ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებასთან დაკავშირებით. ეს გამოძიება მიმდინარეობს. თუ გამოვლინდა დანაშაულის ნიშნები, ვინც არ უნდა იყოს, კანონის წინაშე აგებს პასუხს. არსებობს მეორე მხარის პოზიცია, რომელიც აბსოლუტურად საწინაადმდეგოა. ამიტომ, მართლმსაჯულების ფარგლებში დადგინდება ყველა გარემოება”,- განაცხადა იზორიამ.

შეგახსენებთ, რომ საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის უფროსს რეკრუტი ცემაში ადანაშაულებს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია სომეხ კოლეგას მასპინძლობს
შემდეგი სტატიათემურ აბაზოვი – მოლოდინი მაქვს, რომ მოსამართლე მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და გამამართლებს