ჯარიმების მოხსნის მთავარი მიზანი წინასაარჩევნოდ ამომრჩევლების მოსყიდვაა – დამენია

ევროპული საქართელოს ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა დამენია, პრემიერ-მინისტრირს ინიციატივას ეხმაურება ჯარიმების მოხსნასთან დაკავშრებით.

დამენიას თქმით, პრემიერის დღევანდელი განცხადების მთავარი მიზანი წანასაარჩევნოდ ამომრჩევლების მოსყიდვაა.

დამენიამ აღნიშნა, ხელისუფლებამ მოსახლეობისათვის წნეხის მოსახსნელად გადასახადები უნდა დაწიოს, ხოლო ჯარიმების გაუქმება მეორეხარისხოვან თემას წარმოადგენს.

„პრემიერი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება ჯარიმების მოხსნასთან დაკავშირებით არის მხოლოდ ერთადერთი მიზნით, რომ ამომრჩევლების მოსყიდვა კვლავ დაიწყოს ქართულმა ოცნებამ, თუმცა აქ მთავარი უნდა ითქვას, რომ ევროპული საქართველო თავიდანვე მოუწოდებდა ხელისუფლებას, რომ ეს ჯარიმები იყო არაადეკვატური და დღეს, გარკვეულწილად, არსამართლიანია, იმ ადამიანებმა, რომლებმაც გადაიხადეს ეს ჯარიმები და თითქოს მადლიერი უნდა ვიყოთ იმ მცირე ნაწილის ჯარიმების მოხსნისა, ამ დროს, პირველი, როცა ეკონომიკა გაჭყლიტა ქართულმა ოცნებამ, პირველი რაც უნდა გაეკეთებინა და დღესაც არ არის გვიან, ეს არის გადასახადების დაწევა, რათა ეკონომიკამ წამოიწიოს და ქართველმა ხალხმა ცოტა შვება იგრძნოს.“ – განაცხადა დამენიამ.

banner
წინა სტატიაშისაქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას საქმის განხილვა გრძელდება
შემდეგი სტატიასაქართველოს საელჩო პოლონეთის საზღვრის კვეთის რეგულაციებთან დაკავშირებით მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს