21.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

“ჯარი ლაჩარი გენერლებისა და ქოცების ხელფასების ადგილად იქცა” — სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

_ ენმ-ის მმართველობის დროს, ქართული ჯარი, პრაქტიკულად არარსებული შენაერთებიდან გარდაიქმნა თანამედროვე შეიარაღებულ ძალებად, რომელთა ხელფასი გაიზარდა 20-ჯერ, საკვები მომარაგება ავიდა ამერიკის შეიარაღებული ძალების დონემდე. აღჭურვილობა და შეიარაღება გაიზარდა 100-ჯერ. ჩამოყალიბდა ახალი ბრიგადები და შეიქმნა მოწინავე სამხედრო წარმოება. ყველა ოფიცერს გადაეცა ახალი ბინა.

ქოცების დროს ბრიგადების რაოდენობა შემცირდა და დარჩენილიც ნახევრადაა დაკომპლექტებული მხოლოდ. ახალი იარაღი აღარ უყიდიათ. სამხედრო წარმოება “დელტა” მოკლეს. შემოვიდა ნეპოტიზმი და მლიქვნელების დაწინაურება. აი ასეთი არის ფაქტები და დანარჩენი არის ჩვეულებრივი ქოცატყუილობა.

ახლა ამათ ურთიერთჭიდილში იკვეთება თუ როგორ მოსპეს ჩვენს მიერ სიმწრით შექმნილი ჯარი. ის უბრალოდ გადაიქცა სრულიად ლაჩარი მლიქვნელი გენერლების და ქოცების მიერ ოფიცრებად და ჯარისკაცებად დასაქმებული ხელფასის აღების და “ატკატების” აღების ადგილად

banner
წინა სტატიაშილევან ხაბეიშვილი: ივანიშვილმა ერთმანეთის დაბეზღება და დასმენა ყოველდღიურობად აქცია
შემდეგი სტატიარუსეთში საქართველოში მცხოვრები ბლოგერი დაუსწრებლად დააპატიმრეს