“ზურა ჯაფარიძეზე პროპაგანდისტული ტალახი იმიტომ მიუშვეს, რომ შემდეგ ისევ პროპაგანდამ თქვას: “აღშფოთებული” ხალხი ძალადობს. მოძალადე, რუსული პროპაგანდა უნდა გადავტეხოთ. ეს არის ბრძოლის მთავარი შინაარსი.” – ოპოზიციონერი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე, “გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერზე, ზურა ჯაფარიძეზე თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება.