ჯაფარიძე: ვინც სუსტებს, ბავშვებს, ქალებს, ჟურნალისტებს სცემს არც რწმენა აქვს, არც ღირსება

“ის ხალხი ვინც ვთანმხდებით ელემენტარულზე, რომ სუსტის ცემა ჯოგურად ნაბიჭვრობაა. რომ ქალის ცემა ჯოგურად ნაბიჭვრობაა, რომ ბაშვების ცემა იმის გამო რომ ტატუ აქვს, ან გრძელი თმა აქვს, ან საყურე უკეთია ნაბიჭვრობაა, რომ ტურისტის დაჭრა იმის გამო რომ გარეგნობაში რაღაც არ მოგეწონა ნაბიჭვრობაა, რომ ჟურნალისტების და ოპერატორების ჯოგად დევნა და ცემა ნაბიჭვრობაა, რომ ესაა ელემენტარული ცივილიზებული წესები გაცილებით მეტნი ვართ ამ ქვეყანაში!

გაცილებით! ჩვენთ ვართ ამ ქვეყანაში უმრავლესობა! ჩვენთ ვართ მართლა ქართველები! ჩვენ ვართ მართლა კავკასიელები! ჩვენ ვიცავთ მართლა ტრადიციებს! ჩვენ ვართ მართლა ქრისტიანები! და ჩვენ ვართ ის ვისაც მართლა სწამს იმის რასაც იესო ქადაგებდა!

იქით არიან ორკები, იმას ვინც სუსტებს, ბავშვებს, ქალებს, ჟურნალისტებს სცემს ჯოგურად არც ეროვნება აქვს, არც წარმომავლობა, არც რწმენა და არც ღირსება. ესაა უსახო ველური ჯოგი, რომელიც საუკეთესო რუსულ ტრადიციებში ეფარება ყველაფერ იმას რაც ჩვენთვის მართლა ძვირფასია და ძალადობს

ესაა დღევანდელი ოცნების, საპატრიარქოს და კრიმინალური სამყაროს სიმბიოზი, ესენი გვმართავენ დღეს, მაგრამ აქეთ მეტნი ვართ! არ შეგეშინდეთ!”- წერს “გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურა ჯაფარიძე და მოსახლეობას დღეს, 20:000 საათზე პარლამენტთან დაგეგმილ აქციაში მონაწილეობას მოუწოდებს.

banner
წინა სტატიაში“არ ვარ ვალდებული” – ბოლქვაძე პრემიერ-მინისტრის განცხადებებს ჟურნალისტებთან არ აფასებს
შემდეგი სტატიაგამყრელიძე: აგვისტოს შუა რიცხვებში ინდური შტამი თითქმის სრულად ჩაანაცვლებს ბრიტანულს