ჯაფარიძე – უნდა შევცვალოთ ხელისუფლება 2 ოქტომბერს

ქვეყანაში უკანონო მოსმენებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მთავრობის ხელმძღვანელმა და იმ კონკრეტული სამსახურის უფროსმა, რომლის ხელმძღვანელობითაც ხორციელდებოდა უკანონო მიყურადება, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

„რიგგარეშე სხდომა ჩვენ მოვითხოვეთ გასულ კვირას, ვაგროვებთ სათანადო რაოდენობის ხელმოწერებს. როდესაც გვექნება 38 ხელმოწერა, ამას შემდეგ გამოვიყენებთ იმ მიზნით, რომ რიგგარეშე სხდომა ჩაინიშნოს. როდესაც დადგინდა უკანონო მოსმენები, შესაბამისად, როდესაც უკანონო მოსმენები ხორციელდება ქვეყანაში, ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მთავრობის ხელმძღვანელმა, ასე ხდება დემოკრატიულ სახელმწიფოებში, და რა თქმა უნდა, იმ კონკრეტული სამსახურის უფროსმა, რომლის ხელმძღვანელობითაც ხორციელდებოდა უკანონო მიყურადება.

ეს არის დემოკრატიული სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი პრაქტიკა, რომელიც უნდა დავამკვიდროთ ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ არ ველოდებით პირუთქმელ გამოძიებას. როგორც ხედავთ, არის მცდელობა, შეიქმნას შთაბეჭდილება, ვითომდაც დაიწყო გამოძიება ამ ფაქტებთან დაკავაშირებით. ჩვენ უნდა შევცვალოთ ეს ხელისუფლება 2 ოქტომბერს და ამის შემდეგ, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების პირობებში ჩვენ დავადგენთ სინამდვილეს, ვინ დგანან ამ ადამიანების უკან. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ უკანონო მოსმენებისა და მიყურადების პრაქტიკა ჩვენს სამშობლოში“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშინონიაშვილი ფარულ ჩანაწერებზე – ეს ბოროტების მანქანა მხოლოდ ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება
შემდეგი სტატიაჩიხლაძე – „ქართული ოცნება“ თვითონ უფრო უსმენს თავისივე ლიდერებს