ჯაფარიძე – უახლოეს მომავალში გადავწყვეტთ მოვაწერთ თუ არა ხელს

“გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურა ჯაფარიძე აცხადებს, რომ ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ მოაწერენ თუ არა ხელს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის საბოლოო დოკუმენტს, რომელიც მხარეებს გუშინ გადაეცათ.

ჯაფარიძე ამბობს, რომ დღეს დილიდან პარტიის წევრებთან საკითხზე მსჯელობას იწყებს.

“მოვაწერთ თუ არა ხელს ამას გადავწყვეტთ უახლოეს მომავალში, დღეს დილიდან ვიწყებ საუბრებს გირჩის წევრებთან. თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმა არასწორია და ამაზე ბევრჯერ მაქვს აქამდეც განცხადება გაკეთებული, არ შეიძლება ადამიანებმა გააკეთონ რაღაც არჩევანი და იმ არჩევანს მიაბა რაღაც მეორე სხვა არჩევანი, ეს არჩევანი შეიძლება იყოს განსხვავებული”, – თქვა ზურა ჯაფარიძემ.

მისი განცხადებით, არ სჯერა, რომ ის, რაც წერია დოკუმენტში რეალობას შეცვლის.

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნება“ – მზად ვართ, შარლ მიშელის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის განახლებული ვერსიაც განვიხილოთ
შემდეგი სტატია“ოცნება” რურუაზე – არ დავაფიქსირებთ ჩვენს კრიტიკულ პოზიციას, თუ საქართველოს პრეზიდენტი მას შეიწყალებს