ჯაფარიძე: წინააღმდეგობა უნდა გაგრძელდეს ყველა ფორმით და, პირველ რიგში, რუსთაველზე გასვლით

წინააღმდეგობა უნდა გაგრძელდეს, გარედან რომ შეხედავენ, წინააღმდეგობა უნდა ჩანდეს, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს ხალხი, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა, სადაც რამდენიმეწუთიანი შესვენება გამოცხადდა.

მისი თქმით, წინააღმდეგობა უნდა გაგრძელდეს ყველა ფორმით და, პირველ რიგში, რუსთაველზე გასვლით.

„მთავარი ადრესატები ის ადამიანები არიან, ვინც რუსთაველზე გადიოდნენ და ახლა სახლში არიან. რუსთაველზე სიარული არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ქვეყანას გარედან რომ შეხედავენ, წინააღმდეგობა უნდა ჩანდეს, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს ხალხი, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

როგორც ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, პროკურატურა სასამართლოს მისი დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართავს.

„მოსამართლემ ჩვენ მიერ დაყენებული არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, მაგრამ ყველა შუამდგომლობას, რომელსაც ისინი აყენებენ, აკმაყოფილებს. კიდევ გვაქვს შუამდგომლობები, ერთ-ერთია გირაოს გაუქმებაზე. არ გაჟღერებულა ჯერ, მაგრამ ფურცლებზე წავიკითხეთ, რომ ისინი პატიმრობას მოითხოვენ. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ხდება ის, რასაც ველოდით. პროკურატურა პატიმრობას ითხოვს“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშითბილისის საქალაქო სასამართლოსთან სამართალდამცველებმა სამი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაზურაბ ჯაფარიძეს პატიმრობა შეეფარდა