ჯაფარიძე – თამარ ჟვანიას გადაწყვეტილება არის სწორი, ეს ნაბიჯი უფრო ადრეც უნდა გადაედგა

თამარ ჟვანიას გადაწყვეტილება არის სწორი, რადგან ისეთი ჩატარებული არჩევნების შემდეგ, რაც ვნახეთ, ეს ნაბიჯი მას უფრო ადრეც უნდა გადაედგა, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ თამარ ჟვანიას ცესკო-ს თავმჯდომარეობიდან გადადგომაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, არსებობს შანსი, რომ ცესკო-ს ახალი თავმჯდომარე კონსენსუსით აირჩიონ და პოლიტიკური ძალები საერთო კანდიდატზე შეთანხმდნენ.

„ჩვენ ახლა უნდა ვიზრუნოთ, რომ მართლაც ისეთი თავმჯდომარე იყოს არჩეული, რომელიც შეძლებს, თვითმმართველობის არჩევნების იმგვარად ჩატარებას, რომ წლევანდელმა არჩევნებმა რეალური შედეგი მოგვცეს და ადამიანების ხმის მიტაცება არ მოხდეს.

არსებობს შანსი, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე კონსენსუსით ავირჩიოთ, ანუ, 2/3-ის მხარდაჭერა მიიღო, მაგრამ ამისთვის საჭიროა კანდიდატი შერჩეული იყოს ფართო კონსენსუსის საფუძველზე, მათ შორის სამოქალაქო სექტორის ჩართულობით და წარმოდგენილი იყოს ისეთი პიროვნება, რომელსაც ექნება სათანადო რეპუტაციაც, იქნება დამოუკიდებელი, ექნება ყველა პროფესიული თვისება, რაც საჭიროა თავმჯდომარისთვის. ამ შემთხვევაში დიდი შანსი იქნება, ასეთ კანდიდატს მხარი დავუჭიროთ“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაში330 მომხრე – რადამ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით შემუშავებული რეფორმა მიიღო
შემდეგი სტატიაევროკავშირისა და გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის მხარდაჭერით, კიბერუსაფრთხოების ბიურომ თავდაცვის სამინისტროში უსაფრთხოების ახალი სისტემები დანერგა