ჯაფარიძე: სხვადასხვა ფერის ფაშისტები და წითელ-მწვანე კომუნისტები გაერთიანდნენ

“სხვადასხვა ფერის ფაშისტები და წითელ-მწვანე კომუნისტები გაერთიანდნენ და ითხოვენ კაპიტალისტური კოლონიალიზმისგან ქვეყნის დახსნას ეროვნული ინტერესების წინ წამოწევით.

ჯერჯერობით უცნობია რიონის ხეობაში მცხოვრები მიტინგზე გამოსვლის ხელოვნებაში რეპეტიტორის სახელი და გვარი, რომელმაც დღეს წარმოუდგენელი შედეგები აჩვენა ახალბედა სპიკერებით.

ვასაძის, კორკოტას, ფალავანდიშვილების და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის სრული სოლიდარობა აქციისადმი კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ პროტესტი ფუნდამენტურად ეროვნულია და რუსეთი არა @₾ე”, – ასე გამოეხმაურა “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ნამახვან ჰესის მოწინააღმდეგეთა აქციას.

banner
წინა სტატიაშიგოცირიძე: მიტინგი ან ხელისუფლების ინტერესებშია, ან პირველმა არხმა ვერ გაიგო, რომ ანტისამთავრობოა
შემდეგი სტატიაENKA: მზად ვართ, გავაგრძელოთ საქმიანი დისკუსია ყველა დაინტერსებულ მხარესთან