ჯაფარიძე – „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლა არ იყო ერთადერთი არგუმენტი, რასაც ოპოზიცია იყენებდა

ის, რომ რაღაც მათემატიკური შეცდომა იყო დაშვებული პარალელური დათვლის დროს, არის „სამართლიანი არჩევნების“ შიდა ამბები. ნებისმიერ შემთხვევაში, ამას გავლენა ვერ ექნება იმ რეალობაზე, რა რეალობაც გვაქვს არჩევნების შეფასებებთან დაკავშირებით ოპოზიციურ ფლანგზე, – ამის შესახებ გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლა არ იყო ერთადერთი არგუმენტი, რასაც ოპოზიცია იყენებდა.

„ის, რომ რაღაც მათემატიკური შეცდომა იყო დაშვებული პარალელური დათვლის დროს, მათ შორის, რეგიონალური ოფისის თუ ზემდგომი ორგანოების რა განცხადებები მოჰყვა ამას, ეს არის „სამართლიანი არჩევნების“ შიდა ამბები. ნებისმიერ შემთხვევაში, ამას გავლენა ვერ ექნება იმ რეალობაზე, რა რეალობაც გვაქვს არჩევნების შეფასებებთან დაკავშირებით ოპოზიციურ ფლანგზე.

„სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლა არ იყო ერთადერთი არგუმენტი, რასაც ოპოზიცია იყენებდა.

„სამართლიანი არჩევნების“ დასკვნის გარდა, არსებობს სხვა ორგანიზაციების არაერთი დასკვნა, სადაც ცალსახად არის საუბარი, რომ იყო მოსყიდვები, დაშინებები, დისბალანსები ოქმებში, იყო უამრავი უბანი, სადაც ოქმებში ბიულეტენების ნაკლებობა ან მეტობაა, სადაც ირიბად მიუთითებს იმაზე, რომ ერთგან ჩაყრას, ხოლო მეორეგან კარუსელებს ჰქონდა ადგილი.

ის, რომ რაღაც არითმეტიკული შეცდომა დაუშვეს და რაღაც მეთოდოლოგია გამოიყენეს, სერბეთის თუ რაღაც სხვა ქვეყნის, ეს მაინც ვერ ცვლის იმ საერთო სურათს, რაც ქვეყანაშია.

დირექტორის გადადგომა შიდა ორგანიზაციური საქმეა და არა ჩემი და რომელიმე პარტიის. ფაქტია, რაღაც ტიპის სკანდალში გაეხვნენ და იმიჯის აღდგენისთვის რაღაც ზომების მიღება სჭირდებათ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

 

banner
წინა სტატიაშიმდინარაძე – „ისფედის“ პარალელური დათვლის მონაცემები არის არა შეცდომა, არამედ შეგნებული გაყალბება
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი „სამართლიან არჩევნებს“- გვერდს ნუ უვლით თარიღებს, „ნოემბრის დასაწყისი“, „ნოემბრის ბოლო“ არ არის საკმარისი პასუხი