ჯაფარიძე – სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას შეუძლია, გადამწყვეტი როლი ითამაშოს, პრეზიდენტის მხრიდან პროცესი ინიცირებული თუ იქნება, მასში აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ

სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მას შეუძლია, გადამწყვეტი როლი ითამაშოს, რათა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების დეესკალაცია მოხდეს და ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრების რეჟიმში გადავიდეთ, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ სალომე ზურაბიშვილის მიერ ჯო ბაიდენის ინიციატივით გამართულ სამიტზე გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

„პირობას ვდებ, წამოვიწყებ ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ბადრი ჯაფარიძე იმედოვნებს, რომ სალომე ზურაბიშვილის ამ ინიციატივას პრაქტიკული ნაბიჯები მოჰყვება. მისივე თქმით, მსგავსი ინიციატივა არის გადაუდებელი აუცილებლობა, რათა დაპირისპირებული პოლიტიკური ძალების ერთი მაგიდის ირგვლივ შეკრება მოხერხდეს.

„იმედია, პრეზიდენტის განცხადებას პრაქტიკული ნაბიჯები მოჰყვება. ეს პროცესი პრეზიდენტის მხრიდან ინიცირებული თუ იქნება, ჩვენ მასში აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ. მსგავსი ინიციატივა არის გადაუდებელი აუცილებლობა, რათა დაპირისპირებული პოლიტიკური ძალების ერთი მაგიდის ირგვლივ შეკრება მოვახერხოთ. ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, შერიგების თუ შეთანხმების პროცესი უნდა მოხდეს. ქვეყანაში არსებობს გამოწვევები, რაზეც უნდა გავაკეთოთ კონცენტრირება და არა დაპირისპირებასა და ზიზღზე“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიგაბუნია უარყოფს ინფორმაციას, რომ „ჯანდაცვის მინისტრის გადადგომამდე მთავრობის სხდომაზე დაპირისპირება და ხელების ბრახუნი იყო და ისმოდა ფრაზა „მონა არავინ არ არის“
შემდეგი სტატიასაბაჟო კოდექსის ცალკეული ნორმების ამოქმედება 2023 წლის 1 იანვრამდე გადავადდება