ჯაფარიძე: საჯარო მოხელეები ყავას სვამდნენ, ეხლა სახლში სვამენ, შემოსავალი არ შემცირებიათ

region
ავტ.: region ნოემბერი 26, 2020 20:48

ჯაფარიძე: საჯარო მოხელეები ყავას სვამდნენ, ეხლა სახლში სვამენ, შემოსავალი არ შემცირებიათ

“საჯარო მოხელეები ყავას სვამდნენ, ეხლა სახლში სვამენ, შემოსავალი არ შემცირებიათ”- ამბობს გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებზე, რომელიც მომდევნო თვეების განმავლობაში ზღუდავს, როგორც გადაადგილების უფლებას, ისე მთელ რიგ ეკონომიკურ საქმიანობებს.

“საჯარო მოხელეები Facebook-ზე სხვებს რომ ამუნათებენ, დაეტიე სახლშიო, რას ნიშნავს? ის თუ არ წავიდა სამსახურში, იმას შემოსავალი არ აქვს. ეს საჯარო მოხელეები ისედაც არაფერს არ აკეთებენ მათი უდიდესი უმრავლესობა, ეხლა სახლში ზიან და იქიდან სხვებს ამუნათებენ, გაჩერდიო. ფეხზე ჰკიდიათ. თვითონ ზის სახლში, განსხვავება ისაა, რომ მანამდე დადიოდა, ყავას სვამდა და სიგარეტს ეწეოდა. ეხლა სახლში ზის და სახლში აკეთებს იგივეს, მაგრამ შემოსავალი არ შემცირებია.”- მაბობს ჯაფარიძე.

region
ავტ.: region ნოემბერი 26, 2020 20:48