ჯაფარიძე – „საარჩევნო კოდექსში“ დაამატეს ისეთი ცვლილებები, რაც საერთოდ არ ყოფილა ასახული მიშელის დოკუმენტში

მმართველი გუნდის შეფასებები ყოველთვის არაადეკვატურია. ჩემთვის მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განცხადება და მათი შეფასება, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის შეფასებებზე კომენტირებისას განაცხადა.

ბადრი ჯაფარიძემ განმარტა, რატომ არ დაუჭირა ფრაქციამ „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ მხარი „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს.

ჯაფარიძის თქმით, მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული ცვლილებების გარდა, დოკუმენტში სხვა სახის ცვლილებებიც აისახა

„ჩვენმა მეგობრებმა დაინახეს, რა წვლილი იყო შეტანილი ჩვენ მიერ ამ საკანონმდებლო ცვლილების შემუშავებაში. ისიც ცნობილია, რატომ არ დავუჭირეთ მხარი. ამ საკანონმდებლო ცვლილებებში აისახა არა მხოლოდ ის ცვლილებები, რომელზეც ჩვენ შევთანხმდით შარლ მიშელის დოკუმენტიდან გამომდინარე, არამედ დამატებითი ცვლილებები, რომელიც არის სადამსჯელო ხასიათის. ამიტომ არ დავუჭირეთ მხარი და არ მივეცით ხმა ცვლილებებს იმის გამო, რომ იქ ჩაიდო სრულიად გაუგებრად ის ცვლილებებიც, რომელიც საერთოდ არ არის ასახული შარლ მიშელი დოკუმენტში.

ჩვენი მეგობრებისთვის ეს ნათელია და შეერთებული შტატების განცხადებაში პირდაპირ ჩანს. ჩვენ ნაბიჯებს ვდგამთ შეთანხმებიდან გამომდინარე. ჩვენ დიდი წვლილი შევიტანეთ ამ საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებაში. სამწუხაროდ, როგორც „ქართულ ოცნებას“ სჩვევია, ისეთი ცვლილებები დაამატეს, რომელიც საერთოდ არ ყოფილა შარლ მიშელის დოკუმენტში. თუ ვინმეს ბრალია, რომ ჩვენ მხარი არ დავუჭირეთ საკანონმდებლო ცვლილებებს, ეს „ქართული ოცნებაა. ჩვენ ყველა შეთანხმებას ვასრულებთ. ყველაფერი რაც ამ შეთანხმებითაა გათვალისწინებული ყველა მხარის მიერ უნდა განხორციელდეს. ჩვენ, ჩვენი ვალდებულება განვახორციელეთ. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა განახორციელოს ყველა ვალდებულება, რომელიც მას ეკისრება“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშისაბერძნეთის პოლიციამ 2012 წელს მოპარული პიკასოს ნახატი იპოვა
შემდეგი სტატიაეკატერინე ტიკარაძე საპატრიარქოს წარმომადგენლებს ხვდება