ჯაფარიძე – სააკაშვილს არ გამოუშვებენ, ამის არ მჯერა – ეს ზღაპარია

სააკაშვილს არ გამოუშვებენ, ამის არ მჯერა – ეს ზღაპარია და არც არსად გადაიყვანენ, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, მოსალოდნელია თუ არა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ უცხოეთში გადაიყვანონ.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, სააკაშვილი დღევანდელ რეალობაში „ჩვეულებრივი პოლიტპატიმარია“.

„არ მჯერა, რომ სააკაშვილს სადმე სამკურნალოდ გადაიყვანენ. არ მჯერა, რომ სააკაშვილს გამოუშვებენ. სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი. ერთადერთი, რის გამოც ეს ადამიანი ციხეში ზის, ისაა, რომ ის აღქმულია როგორც საფრთხე ამ ხელისუფლების მიერ – ეს არის და ეს. მურუსიძე-ჩინჩალაძის გადასაწყვეტი ეს არაა. ნორმალურმა სასამართლომ შესაძლოა გამოიკვლიოს და დაეყრდნოს სააკაშვილის წარსულს. მაგრამ ამ რეალობაში ის ჩვეულებრივი პოლიტპატიმარია“,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაში21 200 ჯარისკაცი, 838 ტანკი, 176 თვითმფრინავი – ოკუპანტების დანაკარგი
შემდეგი სტატიაჯო ბაიდენი – პუტინმა ბრძოლის ველზე თავისი გრანდიოზული ამბიციები ვერ განახორციელა