ჯაფარიძე: რასაც „ქართული ოცნება“ დღეს აკეთებს, ეს არის ქვეყნის მომავლის დაღუპვა, მოპოვებული ევროპული პერსპექტივის დასამარება და ხალხის გადაჩეხა უფსკრულში

„ჩვენ შევხვდით ჩვენი ქვეყნის მეგობარი ქვეყნების პარლამენტის მაღალი რანგის წარმომადგენლებისგან შემდგარ დელეგაციას. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც გაავრცელეს განცხადება, სადაც ევროკავშირის მხრიდან პირდაპირ ითხოვდნენ შესაბამის, ადეკვატურ ნაბიჯებს. მათ შორის იმ ადამიანების სანქცირებას, რომლებიც პირდაპირ არიან მხილებულები საარჩევნო პროცესის მიტაცებაში.

ეს არის ადამიანების ჯგუფი, რომლებიც კარგად იცნობენ საქართველოში შექმნილ ვითარებას, არიან ჩვენი ხალხის მეგობრები. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ის, რასაც „ქართული ოცნება“ დღეს აკეთებს, ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავლის დაღუპვა, ჩვენი ხალხის, თაობების მიერ მოპოვებული პერსპექტივის დასამარება და ჩვენი ხალხის გადაჩეხა უფსკრულში. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამ უმსგავსობას, რაც „ქართულმა ოცნებამ“ 26 ოქტომბერს ჩაიდინა, ახლა ცდილობს ლეგიტიმაციას. ამას მოჰყვება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მწარე ნაბიჯები, რაც არის ძალიან სამწუხარო. ამიტომაცაა აუცილებელი, რომ არ მოხდეს ამ მიტაცებული არჩევნების შედეგების ლეგიტიმაცია.

ევროპულ სამყაროში ამ მიტაცებული არჩევნების ლეგიტიმაციას არანაირი პერსპექტივა არ აქვს. არ აქვს არც შიგნით, შესაბამისად, რაც უფრო დროზე მიხვდება „ქართული ოცნება“, რომ ქართველი ხალხი ქვეყნის დაღუპვას არ აპატიებს, მით უკეთესია. ძალიან მნიშვნელოვანია ახალი არჩევნების დანიშვნა. ევროპა გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს. იქიდან გამომდინარე, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რათა ქართველი ხალხი დააზარალოს, ქვეყანა დააზარალოს, უნდა გვესმოდეს, რომ ევროპიდანაც შესაბამისი ნაბიჯები მოჰყვება. სამწუხაროდ, მოჰყვება მტკივნეული ნაბიჯები. ჩვენი ამოცანაა, რომ ქართველმა ხალხმა ეს როგორმე აიცილოს თავიდან. ამიტომაა აუცილებელი ამ უმსგავსობის ლეგიტიმაცია არ მოხდეს, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაიდინა“, -ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ 8 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ცნობისთვის, ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაცია თბილისში შეხვედრებს დილიდან მართავს. ევროპელი დეპუტატები უკვე შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტს, მოგვიანებით კი ოპოზიციას. დაგეგმილია, ასევე, მათი შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან. ცნობილია, რომ დელეგაციასთან შეხვედრაზე „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა.

banner
წინა სტატიაშიმრავალბინიანი კორპუსის გათბობის საერთო სისტემის ახალი რეგულაციის განმარტება
შემდეგი სტატიაეს სრულიად არ შეესაბამება სიმართლეს ეს არის გამოგონილი ამბავი, ეს არის მცდარი ინფორმაცია არანაირი საუბარი არ შემდგარა