ჯაფარიძე: რაც დევს მოლაპარაკებების მაგიდაზე, რაც იდო მეორე რაუნდიდან მოყოლებული, ეს ოთხი პუნქტი არის გამოსავალი

მოლაპარაკებებს შინაარსი აქვს მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, თუ „ქართული ოცნება“ სერიოზულად შეხედავს ქვეყანაში არსებულ კრიზისს და არ ითამაშებს, რომ არაფერი არ ხდება, – ამის შესახებ პარტია „მეტი თავისუფლება – გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

„ოთხი პუნქტი, რაც დევს მოლაპარაკებების მაგიდაზე, რაც იდო მეორე რაუნდიდან მოყოლებული, ეს ოთხი პუნქტი არის გამოსავალი. ოთხივე პუნქტი უნდა შესრულდეს. მოლაპარაკებებს შინაარსი აქვს მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, თუ „ქართული ოცნება“ სერიოზულად შეხედავს ქვეყანაში არსებულ კრიზისს და არ ითამაშებს, რომ არაფერი არ ხდება, ახლა არიან თამაშის როლში, რომ ვითომ არაფერი ხდება“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მან კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი.

„ნიკა მელია, რასაც აკეთებს, არის ძალიან მნიშვნელოვანი. თავისი თავი გადააქცია ბრძოლის ინსტრუმენტად და დადო, მათ შორის, საკუთარი თავისუფლება სასწორზე. დაუმორჩილებლობა არის ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა ასეთ რეალობაში. გეგმა არის პოლიტიკური პროტესტი. ვისმჯელებთ სხვადახვა საკითხზე, ასევე დაგეგმილ აქციებზე“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ზარქუა საერთაშორისო პარტნიორებს: მაშინ, როდესაც თავიანთ სახელმწიფოებში იქნება რევოლუციური შეტევა, რომ ჩამოშალონ სახელმწიფო ინსტიტუციები, როგორ მოიქცევიან?
შემდეგი სტატიამამა რომანოზის გარდაცვალებიდან 16 წელი გავიდა