ჯაფარიძე: „ქართული ოცნება“ ვერ გაექცევა იმ ვალდებულებას, რომელიც აღებულია შარლ მიშელის დოკუმენტით

საქართველოს პარლამენტს აქვს ბერკეტი, რომელიც შეაჩერებს უზენაესი სასამართლოს წევრების დანიშვნას, – ასე გამოეხმაურა „ლელოს“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის დღევანდელს განცხადებას, რომ უკიდურესად იმედგაცრუებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის მოსამართლეთა კანდიდატების წარდგენით, რაც მისი თქმით, 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებას არ იზიარებს.

„პარლამენტს აქვს ბერკეტი და ამ შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ ვერ გაექცევა იმ ვალდებულებას, რომელიც აღებულია შარლ მიშელის დოკუმენტით. ფორმალურად არის საუბარი იმაზე, რომ იუსტიციის საბჭო არ იყო მხარე ამ შეთანხმების, ამიტომ ვალდებულია, შეასრულოს შარლ მიშელის დოკუმენტით აღებული ვალდებულება. ეს გულისხმობს იმას, რომ უნდა შეჩერდეს მოსამართლეების დანიშვნა, დაიწყოს ეს პროცესი ხელახლა“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიდავითაშვილი: ჩვენ გავდივართ დეპუტატებთან ათწლიან გეგმებს
შემდეგი სტატიამდინარაძე: საბოლოო ჯამში ექსპერტიზამ ის დაადგინა, რომ არის მონტაჟი და სიყალბე