ჯაფარიძე – “ქართული ოცნება” ცესკოს თავჯდომარეს მარტო ვერ დაამტკიცებს

“ქართული ოცნება” ცესკოს თავჯდომარეს მარტო ვერ დაამტკიცებს – კონსენსუსი და შეთანხმების მიღწევა არის გარდაუვალი, – ამის შესახებ ფრაქცია “ლელო- პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარემ ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ფართო სამოქალაქო ჩართულობა განაპირობებს იმას, რომ შეირჩევიან ღირსეული კანდიდატები და კონსენსუსის მიღწევა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის იქნება უფრო მარტივი.

“დაზღვევის მექანიზმი არის შარლ მიშელის დოკუმენტი, სადაც განსაზღვრულია, რომ თავმჯდომარის დასამტკიცებლად დეპუტატების 2/3- ის მხარდაჭერაა აუცილებელი, რაც გულისხმობს ოპოზიციის მონაწილეობას. მარტო “ქართული ოცნება” ვერ დაამტკიცებს, ამიტომ კონსენსუსი და შეთანხმების მიღწევა არის გარდაუვალი. მთავარია, ახლა ჩვენ დავაბრუნოთ ნდობა კანდიდატების შერჩევის პროცესისადმი, რომ მაქსიმალურად წავახალისოთ კარგი კანდიდატები, რათა მათ პროცესში მონაწილეობა მიიღონ, ადრე პროცესი იყო დისკრედიტებული. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ ნდობა და რაც მთავარია, სამოქალაქო სექტორის ფართო ჩართულობა იქნება გარანტია იმის, რომ პარლამენტში შემოვა ღირსეული კანდიდატი, რომლის ირგვლივ ადვილი იქნება კონსენსუსის მიღწევა,”- განაცხადა ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიმკვლელობა ზესტაფონში – დაკავებულ პოლიციელს და კიდევ 2 პირს ბრალი წარედგინა
შემდეგი სტატიამოქალაქე, რომელმაც მდინარეში პოლიეთილენის ბოთლები ჩაყარა, დააკავეს