ჯაფარიძე პროცესის გადადებაზე: გაუგებარია პროკურატურის ეს მანევრი

“ლელოს” ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლო პროცესის გადადება პროკურატურის ერთგვარი მანევრია.

“ჩემთვის გაუგებარია პროკურატურის ეს მანევრი თითქოს მათ ისეთი რამ მოისმინეს, რომ დრო სჭირდებათ და პასუხი არ აქვთ, სინამდვილეში ყველაფერი არის ხელსიგულზე 3 წელიწადია. ამისთვის დრო არ სჭირდებოდათ, ცხადია, რომ რაღაც მანევრია.

ის, რომ აქ მტკიცებულება კი არა ნიშან-წყალიც კი არ არსებობს იმის რაზეც 3 წელიწადია დაგვდევენ, ყველასთვის ნათელია და ერთადერთი ლოგიკური დასასრული არის ძალიან სწრაფად ამ ყველაფრის დასრულება”, – ამბობს ბადრი ჯაფარიძე.

banner
წინა სტატიაშიეს არის სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ვენდეტა, რომლის სათავეში დგას ბიძინა ივანიშვილი
შემდეგი სტატიამესამე პრეზიდენტი დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა: უარყოფითი დინამიკა შეიმჩნევა ჩემი თვალით