ჯაფარიძე პოზნერზე: მოქალაქეებს პირბადის არტარებაზე აჯარიმებენ, ეს რესტორანში ქეიფობს

ასე ეხმაურება “გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე რუსი ჟურნალისტის ვიზიტს.

“ესაა ჩამოსული ათობით მეგობართან ერთად, დაბადების დღე უნდა აღნიშნოს საქართველოში

ქართული პოლიციის ესკორტით მოძრაობს, ქართული პოლიციით გარშემორტყმულ რესტორანში ზის ამ მომენტში, როცა საქართველოს მოქალაქეებს პირბადის არ ტარებაზე აჯარიმებენ ქუჩაში, ეს თავისუფლად გადაადგილდება ქუჩაში და რესტორანშიც ქეიფობს”, – წერს ჯაფარიძე.

ამ წუთებში, სასტუმრო “ვინოტელთან”, სადაც რუსი სტუმრები, ვლადიმერ პოზნერი და მისი მეგობრები ვახშმობენ, სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ.

რუს ჟურნალისტ ვლადიმერ პოზნერს ხვალ დაბადების დღე აქვს და იუბილეს საქართველოს დედაქალაქში აღნიშნავს. სწორედ, პოზნერს ეკუთვნის ფრაზა -“აფხაზეთი აღარასდროს იქნება საქართველოს ნაწილი”.

banner
წინა სტატიაშიშრომის ინსპექციამ “ვინოტელი” 10 000 ლარით დააჯარიმა
შემდეგი სტატიაპოზნერის სტუმრები და ელარჯი