ჯაფარიძე ფარულ ჩანაწერებზე – „ქართული ოცნების“ ლიდერებისგან ოდესმე პასუხისმგებლიანი ნაბიჯები გინახავთ?

„ქართული ოცნების“ ლიდერებისგან ოდესმე პასუხისმგებლიანი ნაბიჯები გინახავთ? რა თქმა უნდა, ადეკვატური და პასუხისმგებლიანი ნაბიჯი ამ შემთხვევაშიც არ იქნება, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ფარული მასალების გავრცელების თაობაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის პირველ განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ მმართველობას უნდა ჩამოსცილდეს, რათა „უკანონო მიყურადების ფაქტები არასდროს ვიხილოთ“.

„ისინი საზოგადოების დაკვეთას არ ასრულებენ. ისინი ასრულებენ ერთი ადამიანის დაკვეთას, ეს არის ივანიშვილი. სანამ ის არ დაუკვეთავს, არსად არ წავლენ. ამიტომ, ეს ძალა მმართველობას მთლიანად უნდა ჩამოვაშოროთ. ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ არასდროს ვნახოთ უკანონო მიყურადების ფაქტები“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაში26 სექტემბრის მონაცემებით, 6 617 ადამიანი აიცრა
შემდეგი სტატიამეუფე ნიკოლოზი – ფარული ჩანაწერები არის შხამი, რომლითაც ქვეყანა მოშხამეს