ჯაფარიძე – „ოცნების“ ლიდერებმა ანტირეკორდი დაამყარეს, 2 თვის განმავლობაში 3-ჯერ მოატყუს ევროკავშირი

ძალიან დაძაბული წინასაარჩევნო გარემო გვაქვს. იმედი მაქვს, დარჩენილ ერთ კვირაში აღარ იქნება ძალადობის აქტები. ამის იმედს გვაძლევს ჩვენი საერთაშორისო მეგობრების, პარტნიორების ჩართულობა“, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გაეროს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე გაკეთებული განცხადებები შეაფასა.

„ მას მოწონს თავისი პოლიტიკური პარტია, რომელიც ერთი კაცის ირგვლივ არის შექმნილი და ერთი კაცის ნებაზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, გასული წლის არჩევნები, რომელიც აღიარებული იყო საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ცუდი არჩევნები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ამით სიამაყე შეუძლებელია.

ძალიან დაძაბული წინასაარჩევნო გარემო გვაქვს. იმედი მაქვს, დარჩენილ ერთ კვირაში აღარ იქნება ძალადობის აქტები. ამის იმედს გვაძლევს ჩვენი საერთაშორისო მეგობრების, პარტნიორების, ჩართულობა. ახლა ველოდებით სადამკვირვებლო მისიებს. შემდგომი კვირის განმავლობაში 350-მდე დამკვირვებელი უნდა ჩამოვიდეს. პარალელურად, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს გრძელვადიანი დამკვირვებლების მუშაობა. ყველა ძალისხმევა გავიღოთ იმისთვის, რომ დარჩენილ 1 კვირაში აღარ მოხდეს ვითარების ესკალაცია. ჩვენ გვჭირდება მშვიდი საარჩევნო გარემო და მშვიდი არჩევნები 2 ოქტომბერს, იმისთვის რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა გამოტანილი ვერდიქტი გააფორმონ „ქართული ოცნების“ მიმართ, „ქართული ოცნების“ მწარე დამარცხებაში“, – აღნიშნავს ჯაფარიძე.

მან ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაც შეაფასა, სადაც აღნიშნა, რომ „ქართული ოცნებები ხდება“. როგორც ჯაფარიძე განმარტავს, „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა ლიდერებმა დაამაყარეს ანტირეკორდი. 2 თვის განმავლობაში 3-ჯერ მოატყუეს ევროკავშირი არ შეასრულეს ის პირობები, რომელიც აღებული იყო“ .

„ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრირება, რა თქმა უნდა, პირველი პრიორიტეტია საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით. „ქართული ოცნება“, რომელმაც სამჯერ მოატყუა ჩვენი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორები, საუბრობენ, თითქოს მის პრიორიტეტშია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანება, რაც სამწუხაროდ, სასაცილოა.

„ქართულმა ოცნებამ“ და მისმა ლიდერებმა დაამაყარეს ანტირეკორდი. 2 თვის განმავლობაში 3-ჯერ მოატყუს ევროკავშირი, არ შეასრულეს ის პირობები, რომელიც აღებული იყო. დაკარგეს როგორც საიმედო პარტნიორის რეპუტაცია, შესაბამისად, ასეთ პოლიტიკურ ძალასთან ქვეყანას მომავალი არ აქვს“- აღნიშნავს ჯაფარიძე.

banner
წინა სტატიაშითუშეთიდან ტურისტებს ვერტმფრენით ჩამოიყვანენ
შემდეგი სტატიამეზვრიშვილი – პარტია „საქართველოსთვის“ ცაგერის მერობის კანდიდატს გამთენიისას ავტომანქანა დაუცხრილეს