ჯაფარიძე “ოცნებაზე” – უტიფარი ვირეშმაკები არიან

“გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურა ჯაფარიძე პრემიერმინისტრის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც “ოცნება” ევროკავშირისგან 75 მილინიანი ევროს დახმარების მიღებაზე უარს იტყვის და ამბობს, რომ “პრიმიტიული, მაგრამ უტიფარი ვირეშმაკები არიან”.

ჯაფარიძე ხელისუფლების ახალ მესიჯბოქს მათ მიერვე შეთანხმების ანულირებასა და რეფორმების არ გატარებას უკავშირებს.

“ოცნებამ ჯერ დაარღვია 19 აპრილის შეთანხმების ყველა პუნქტი, ხოლო შემდეგ საერთოდ გავიდა ამ შეთანხმებიდან. პასუხად ევროკავშირმა მოითხოვა შეთანხმების ყველა პუნქტის შესრულება (ნუ, მართლმსაჯულების ნაწილს აღარაფერი ეშველება, მაგრამ მაინც) და თქვა რომ ამაზე იქნება დამოკიდებული ფინანსური დახმარების შემდეგი ტრანშის საქართველოსთვის მოცემა.

ეს ტრანში ფინანსური თვალსაზრისით დიდს არაფერ ნიშნავს, მაგრამ ევროკავშირის მხრიდან ამ ტრანშის მოცემაზე უარის თქმა მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი იქნებოდა

ამიტომ რა ქნა ოცნებამ? დაასწრო და იქით თქვა უარი ამ ფულის მიღებაზე, ვალის შემცირება დავიწყეთო (რა შემცირება, შარშან 7.5 მილიარდი ახალი ვალი აიკიდეს, ოღონდ არჩევნები არ წაეგოთ) პრიმიტიული, მაგრამ უტიფარი ვირეშმაკები არიან”, – წერს ზურა ჯაფარიძე.

banner
წინა სტატიაშიარინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ – კალაძემ რაც შეეძლო გააკეთა, მე უკეთესი შემიძლია – ქართველების სიძე ვარ, სიძემ ქვეყნისთვის რამე ხომ უნდა გააკეთოს?
შემდეგი სტატიააფრიკაში კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს