ჯაფარიძე – „ოცნება“ საერთაშორისო თანამეგობრობის შეთანხმებას თუ დააიგნორებს, დიდ პოლიტიკურ ფასს გადაიხდის

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფრიძის განცხადებით, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის გაგრძელება შარლ მიშელის შეთანხმების პირდაპირი დარღვევაა და ამავე აზრზე არიან თავად საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლები.

ჯაფარიძის თქმით, „ქართული ოცნება“ საერთაშორისო თანამეგობრობის შეთანხმებას თუ დააიგნორებს, დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს.

„უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის გაგრძელება შეთანხმების პირდაპირი დარღვევაა, რაზეც არა მხოლოდ ოპოზიცია მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, არამედ თვითონ საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლები, რომლებიც ამ პროცესში მედიატორები იყვნენ და აბსოლუტურად იგივე აზრს იზიარებენ, როგორც ოპოზიცია. ამ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ მარტოა და დიდ პოლიტიკურ ფასს გადაიხდის, თუ მოახდენს საერთაშორისო თანამეგობრობის შეთანხმების სრულ იგნორირებას“, – განაცხად ბადრი ჯაფარიძემ.

რაც შეეხება ნინო ლომჯარიას გადაწყვეტილებას, რომ „უარს ამბობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაში ჩართვაზე, ვიდრე არ იქნება უზრუნველყოფილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმა და არ დასრულდება მოსამართლეების გავლენიანი ჯგუფის სასამართლო სისტემის ერთპიროვნული მართვა“, – ბადრი ჯაფარიძის შეფასებით, ომბუდსმენმა სწორი პოზიცია გამოხატა.

„სახალხო დამცველმა გამოხატა თავისი პოზიცია, რომელიც მიგვაჩნია, რომ სწორია. თუ ჩვენ ვხედავთ, რომ ერთი მხარე, და ამ შემთხვევაში „ქართული ოცნება“, არღვევს შეთანხმებას, ჩვენ შეთანხმების დარღვევაში მონაწილეობა არ უნდა მივიღოთ. ამ შემთხვევაში ნინო ლომჯარიას პოზიცია სწორია, პროტესტის გამოხატვის ერთ-ერთი გზაა, როცა ამ პროცესში მონაწილეობას არ იღებ“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიხვიჩია – ხელისუფლებამ მოსამართლეების დანიშვნა უნდა შეწყვიტოს
შემდეგი სტატიახვიჩია – ვისაც სასურველი ჩაცმულობით სადმე გასვლა უნდა, ეს ძალადობის გარეშე უნდა მოხდეს