ჯაფარიძე: ნიკა მელიას საქმე საბოლოო ჯამში პოლიტიკურად მოტივირებული იყო

“ის, რომ ერთი პოლიტპატიმრით ნაკლები არის ქვეყანაში, ცხადია, კარგია ზოგადად ქვეყნის იმიჯისთვის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში შეწყდა პოლიტიკური დევნა, ნებისმიერი რამ არის „ქართული ოცნებისგან“ მოსალოდნელი, თუმცა თავისთავად ეს ფაქტი მნიშვნელოვანია”, – ასე ეხმაურება „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ნიკა მელის საპატიმროდან გათავისუფლებას.

მისი თქმით, ეს საბოლოო ჯამში პოლიტიკურად მოტივირებული საქმე იყო.

„თუ ვინმე დაიჯერებს, რომ ევროკავშირმა სახელმწიფო გადამტრიალებელს გადაუხადა გირაო და გამოიყვანა გარეთ, ეგეთ რაღაცებისაც შეიძლება სჯეროდეთ ალბათ „ოცნების“ წევრებს და „ოცნების“ ამომრჩეველს, მაგრამ თავისთავად ეგ ფაქტი მიანიშნებს იმაზე, რომ როგორ უყურებს ევროკავშირი მელიას დაპატიმრების საქმეს. ეს იყო საბოლოო ჯამში პოლიტიკურად მოტივირებული საქმე“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიმელია: იმ დღეს, როცა ხელი ეწერებოდა ამ დოკუმენტს, საქმის კურსში მე არ ვიყავი
შემდეგი სტატიაპოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავა