ჯაფარიძე ნამახვანზე: ოცნების მავნებლური პოლიტიკის შედეგია

ფრაქცია ლელო – პარტნიორობა საქართველოს თავმჯდომარე, ბადრი ჯაფარიძე ნამახვანჰესის მშენებლობის შეწყვეტას ეხმაურება. ჯაფარიძის შეფასებით, ENKA-ს მიერ ხელშეკრულების შეწყვეტა ქართული ოცნების “მავნებლური პოლიტიკის” შედეგია.

“ამას ჩვენი ქვეყანა ვერ გაუძლებს. შეუძლებელია ქართული ოცნების პირობებში ჩვენ მოვახერხოთ, გადავურჩეთ იმ გამოწვევებს, რომლებსაც ქართული ოცნება ქმნის თავისი უუნარო, არაკომპეტენტური, მავნებლური მართვით. ჩვენ ვნახეთ, რომ $800 მილიონის პრეტენზია შეიძლება გაჩნდეს ჩვენი ქვეყნის მიმართ. უკვე არებობს უზარმაზარი ფულადი პრეტენზიები ჩვენი ქვეყნის მიმართ, ეს ყველაფერი არის ქართული ოცნების მავნებლური პოლიტიკის [შედეგი] როდესაც ის ერჩის ინვესტორებს და დევნის ქვეყნიდან. ამის გაგრძელება ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა გაკოტრდება”. – ამბობს ჯაფარიძე.

banner
წინა სტატიაშიმდინარაძე: ასე შეკრული „ქართული ოცნების“ გუნდი, როგორიც დღეს არის, არასდროს ყოფილა
შემდეგი სტატიააღმაშენებელზე, ერთ-ერთ კაფესთან პოლიციაა მობილიზებული