ჯაფარიძე: მთავრობა რეალურად არ დაპირისპირებია სააპატრიარქოს და ესაა წინასწარი შეთანხმება

“ყველა ზომას რომელიც გათვალისწინებულია საგანგებო მდგომარეობით, მთავრობა ისედაც ახორციელებდა. ერთადერთი სიახლე – 10 ადამიანზე მეტის ერთად შეკრების აკრძალვაა. გასაგებია რომ ეს ზომა კონკრერულად ეხება საპატრიარქოს საჯარო პოზიციას უცვლელად ჩაატაროს აღდგომის წირვის ხალხლმრავალი რიტუალი. ისიც გასაგებია რომ მთავრობა რეალურად არ დაპირისპირებია სააპატრიარქოს და ესაა წინასწარი შეთანხმება – საპატრიარქომ მოახდინა დემონსტრირება რომ მათი რწმენა ურყევია, ხოლო ხელისუფლებას მისცა თანხმობა შემოვლითი გზით თავიდან აეცილებინა ვირუსის გავრცელებისთვის მაღალი რისკის შემცველი ხალხმრავალი ღონისძიება”-აცხადებს “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძე მიმართვას ავრცელებს
შემდეგი სტატია“ევროპული საქართველო” პარლამენტში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარს დაუჭერს