ჯაფარიძე – მთავარია, რა პოზიციებით ჩამოდის ბატონი დანიელსონი

“გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მთავარია, რა წინადადებებით ჩამოვიდა კრისტიან დანიელსონი.

ჯაფარიძის შეფასებით, მხოლოდ ეს იქნება განმასხვავებელი ამ და მოლაპარაკების წინა რაუნდებს შორის.

“ქართული ოცნების წარმომადგენლების პოზიციებში არაფერი ახალი არ არის, სამწუხაროდ. თუმცა, მე ამას დიდ ყურადღებას არ დავუთმობდი. ჩვენ არაერთხელ გვინახავს, როცა ისინი საჯაროდ ერთს აცხადებენ და რეალურად სხვა რაღაცებს აკეთებენ. დაველოდებით მოლაპარაკების რაუნდს და ვნახავთ, იქ რა იქნება.

ჩემი აზრით, მთავარია, რითი ჩამოდის ბატონი დანიელსონი, რა პოზიციები ექნება მას. ეს იქნება გადამწყვეტი და მხოლოდ და მხოლოდ ეს შეიძლება იყოს განმასხვავებელი ამ და წინა მოლაპარაკებებს შორის. ქართული ოცნების წარმომადგენლები საჯაროდ რას ამბობენ, მაგას დიდი შინაარსი არასდროს ჰქონია”. – ამბობს ჯაფარიძე.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ახალგაზრდული პარლამენტის წევრებთან შეხვედრა გაიმართა
შემდეგი სტატიაჩიხლაძე – დიდი იმედი გვაქვს, დანიელსონის ვიზიტი პოზიტიური შედეგით დასრულდება