ჯაფარიძე მოლაპარაკებაზე – “ოცნებას” უნდოდა ჰაერი მოეყიდა, როგორც რეფორმა

“გირჩი- მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ოპოზიციასა და ხელსუფლებას შორის ჩაშლილ მოლაპარაკებებზე კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს და წერს, რომ “ქართულ ოცნებას” სურდა შეთანხმების ტექსტში ჰაერი, სიცარიელე ყოფილიყო, რომელსაც ოპოზიციას მიყიდდა, როგორც რეფორმას.

“ტექსტში უნდოდათ ყოფილიყო ჰაერი, სიცარიელე, რომელსაც მოგვყიდდნენ როგორც რეფორმას. ამ დროს ჩვენთვის (ნუ ყველაზე თავს ვერ დავდებ, ზოგი ახლაც ვერ ხვდება, მაგრამ ჩემთვის ერთმნიშვნელოვნად) ნათელი გახდა რატომ ხდებოდა ტექსტის გაუარესება:

მედიატორები ცდილობდნენ ტექსტის ისეთი ვერსიის დადებას, რომელზეც ოცნებას აღარ ექნებოდა პრეტენზია. ყველა პუნქტთან მიმართებაში, ოცნება, ნაცვლად იმისა რომ წამოსულიყო შეთანხმების შესაძლებლობისკენ, ყოველ ჯერზე სულ უფრო შორს მიდიოდა მედიატორების მიერ შემოთავაზებული ტექსტის პირველი ვერსიიდან”, – წერს ზურა ჯაფარიძე.

ჯაფარიძის თქმით, საბოლოოდ, მედიატორებმა დაინახეს რომ მხარეებს შორის პოზიციების დაახლოება კი არ ხდებოდა, არამედ “ოცნება” მზად არა იყო არანაირ კომპრომისზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის არც ერთ პუნქტთან მიმართებაში, რის გამოც მოლაპარაკებები შეწყდა.

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტარი – მოვუწოდებ ყველა მხარეს, მოიქეცით ზრდასრული ადამიანებივით
შემდეგი სტატიაომბუდსმენი მთავრობას – ნოვრუზის დღესასწაულის აღნიშვნის მიზნით, 21 მარტს დროებით მოიხსნას გადაადგილების შეზღუდვა