ჯაფარიძე – მნიშვნელოვანია დილამდე დავიცვათ ყველა ხმა

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვა დედაქალაქში და ეს არის მნიშვნელოვანი ამბავი, არ ვთვლი, რომ ეს არჩევნები ჩატარდა თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ხმების დილამდე დაცვა, რომ არ მოხდეს შედეგების გაყალბება.

„ის, რაც ხდებოდა წინასაარჩევნო პერიოდში პერიოდში და ხდებოდა დღეს, დღის განმავლობაში ცალსახად მიანიშნებს იმაზე, რომ არჩევნები ყალბდებოდა მასიურად, ამის ფაქტები არსებობს. მათ შორის ძალადობა, დაშინება, მოსყიდვა და ასე შემდეგ, წინასაარჩევნო პროცესში, მგონი, ყველასთვის იყო ნათელი. იმედი მაქვს, რომ ჩვენი უცხოელი დამკვირვებლები, რომლებიც დასავლეთიდან არიან ჩამოსული და არა ბელარუსიდან, ისინი შესაბამის შეფასებას გააკეთებენ. ახლა მნიშვნელოვანია დილამდე დავიცვათ ყველა ხმა, რომ არ მოხდეს კიდევ რაღაცების ჩასწორება და შედგების გაყალბება. მეტიც, ეჭვი მაქვს, რომ თვითონ ეგზიტპოლის შედეგებშიც კი, ადამიანებს, რეგიონებში რაც ვნახე, შეეშინდათ თავისი რეალური არჩევანის თქმა და ამიტომ, ეჭვი მაქვს, რომ შეიძლება, ეს შედეგებიც კი გადაიხაროს კიდევ უფრო მეტად ოპოზიციის მხარეს.

თბილისის გადატეხვა ნიშნავს არჩევნების წაგებას, რადგან თბილისი არის ის ადგილი, სადაც ყველაზე ნაკლებად არის შესაძლებელი, იმის გამო, რომ დაკვირვება არის ბევრად უფრო ინტენსიური. რეგიონებში ხდებოდა კატასტროფა მთელი დღის განმავლობაში და ამას ვხედავდით ყველა“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიჯაფარიძე – ჩვენ თბილისი დავიბრუნეთ
შემდეგი სტატიაგვარამია – თბილისი მთავარი მაჩვენებელია საქართველოს შედეგების