ჯაფარიძე – მმართველი პარტია თავს ირცხვენს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე

„ლელოს“ წარმომადგენელი, ოპოზიციონერი დეპუტატი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ მმართველი პარტია თავს ირცხვენს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე.

„ამას კრიტიკა აღარ ჰქვია. როდესაც პირდაპირ ამბობენ, კიდევ ერთხელ გატეხა მმართველმა პარტიამ სიტყვა, პირობა. უკვე მესამედ ორი თვის განმავლობაში მმართველი პარტია ირცხვენს თავს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე. ეს მეტყველებს იმაზე, რომ სრულად დაკარგა ყოველგვარი რეპუტაცია „ქართულმა ოცნებამ“, როგორც პარტნიორმა, როგორც მხარემ, რომელთანაც შესაძლებელია, შეთანხმებას მიაღწიო და მერე მან პატივი სცეს ამ შეთანხმებას.

ევროკავშირმა მიიღო ერთი გადაწყეტილება და 300 მილიონი ლარი ჩვენ დავკარგეთ იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეასრულა ვალდებულება. ჩვენი ქვეყანა არის იმ საფრთხის წინაშე, რომ სხვა დახმარებებსაც ვერ მივიღებთ, თუ ეს ძალა დარჩა ხელისუფლებაში“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიმიქელაძე – ალბათ, უმოკლეს დროში მივიღებთ გადაწყვეტილებას 12 წლის ზემოთ მოზარდების ვაქცინაციაზე
შემდეგი სტატიაევროკავშირი ორგანიზაციის კანდიდატ ქვეყნებში რეფორმებისთვის 14 მილიარდ ევროს გამოყოფს