ჯაფარიძე მიშელის დოკუმენტზე: ისინი ვერ მოახერხებენ ამ უმნიშვნელოვანესი შეთანხმების გაუქმებას

ისინი ვერანაირად ვერ მოახერხებენ ამ უმნიშვნელოვანესი შეთანხმების გაუქმებას, რომელსაც „ქართული ევროპული მომავლის საგზაო რუკა“ ჰქვია, – ამის შესახებ ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

„ისინი ვერანაირად ვერ მოახერხებენ ამ უმნიშვნელოვანესი შეთანხმების გაუქმებას, რომელსაც „ქართული ევროპული მომავლის საგზაო რუკა“ ჰქვია. ამის უფლებას „ქართულ ოცნებას“ არავინ მისცემს. პრეზიდენტი თავის პოზიციას მკაფიოდ გამოხატავს. შესაბამისად, ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ კონსოლიდირებული, რათა „ქართული ოცნების“ პროვოკაციამ და დემარშმა ქვეყანას რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიაყენოს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

„იმედია, პრეზიდენტი თვითონ გააკეთებს განცხადებას თავის პოზიციასთან დაკავშირებით. ჩვენ მას გავაცანით „ლელოს“ პოზიცია. ვუთხარით, რომ ეს ხელშეკრულება არსებობს მანამ, სანამ მისი წევრები და გარანტორები არიან ამ ხელშეკრულების ნაწილი, მათ შორის პრეზიდენტი, შარლ მიშელი და ხელმომწერი პარტიები“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: ზოგ ადგილზე მეორე ტური გვჭირდება, ზოგს პირველსავე ტურში მოვიგებთ
შემდეგი სტატიაგლდანში მაღაზია გაქურდეს: წაღებულია მობილური ტელეფონები