ჯაფარიძე: მიგვაჩნია, საჭიროა, დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები

ერთადერთი მხარე, რომელმაც უნდა შეისმინოს შარლ მიშელის მოწოდება, არის „ქართული ოცნება“, – განაცხადა „ლელოს“ წარმომადგენელმა, ბადრი ჯაფარიძემ.

ჯაფარიძის თქმით, „ლელოსთვის“ შარლ მიშელის დოკუმენტი რჩებოდა და რჩება ძალაში.

„ერთადერთი მხარე, რომელმაც განაცხადა, რომ გამოვიდა ამ შეთანხმებიდან, არის „ქართული ოცნება“. „ქართულმა ოცნებამ“ მანამდე დაარღვია ამ შეთანხმების კონკრეტული პუნქტები. დაარღვია უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის შეჩერების ვალდებულება. გენერალური პროკურორის დანიშვნისთვის აუცილებელია საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ასევე დაარღვია. შესაბამისად, ერთადერთი მხარე, რომელმაც უნდა შეისმინოს შარლ მიშელის მოწოდება, არის „ქართული ოცნება“.

მიგვაჩნია, საჭიროა, დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები. მაგრამ შარლ მიშელის დოკუმენტში განსაზღვრული იყო მექანიზმი დანიშვნის, ამ მექანიზმის საფუძველზე დანიშვნა ვეღარ განხორციელდება, რადგან იქ იყო ნახსენები 43%“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაში“თქვენმა პრემიერმა მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება “ბიძინაობას” მიუძღვნა”
შემდეგი სტატიამარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიასთან მორიგეობა გრძელდება