ჯაფარიძე: მეორე ტური არის უნიკალური შანსი, რომ დავიწყოთ ცვლილებები და დავასრულოთ ერთპარტიული ჰეგემონია

ეს არის უნიკალური შანსი, რომ დავიწყოთ ცვლილებები და დავასრულოთ ერთპარტიული ჰეგემონია, რომელიც ყოველთვის არის ავტოკრატიული მმართველობის მომტანი ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ კოალიციურ მთავრობაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მეორე ტური არის შესაძლებლობა მოქალაქეებს შესთავაზონ მრავალპარტიული მმართველობა იმ ქალაქებში, სადაც მეორე ტურში გადასულია ოპოზიციური კანდიდატი.

„ოპოზიციური პარტიების საერთო აზრია, რომ მეორე ტური არის შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის თანამოქალაქეებს შევთავაზოთ მრავალპარტიული მმართველობა იმ ქალაქებში, სადაც მეორე ტურში გადასულია ოპოზიციური კანდიდატი. ეს არის უნიკალური შანსი, რომ დავიწყოთ ცვლილებები და დავასრულოთ ერთპარტიული ჰეგემონია, რომელიც ყოველთვის არის ავტოკრატიული მმართველობის მომტანი ჩვენს ქვეყანაში. გვაქვს უნიკალური შანსი და კონსულტაციები მიმდინარეობს მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობასთან“. მათი მხრიდან არის მზაობა, რომ ოპოზიციური კანდიდატები მნიშვნელოვანი მონაწილეები გახდნენ მრავალპარტიული მართვის, რაც არის ჯანსაღი მიდგომა და რასაც ჩვენი მოქალაქეები ითხოვენ. ვფიქრობ, რამდენიმე დღეში, როდესაც დასრულდება ეს კონსულტაციები, მოხდება წარდგენა მმართველობითი რგოლების ჩვენი თანამოქალაქეებისათვის. ეს არის გადამწყვეტი, რომ ერთპარტიული მმართველობა ჩავანაცვლოთ მრავალპარტიული მმართველობით“, – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიამილახვარი: ძალიან კარგია, რომ განათლება პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება და დაფინანსების ზრდა სახეზეა
შემდეგი სტატიაკლინიკების ასოციაცია აშშ-სა და EU-ს საელჩოებს მიმართავს: რეალური საფრთხე ექმნება საქართველოს მესამე პრეზიდენტის – მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს