ჯაფარიძე: მე სკეპტიკურად ვუყურებ ამ დოკუმენტს და ეს არ დამიმალია არც ელჩებისთვის, არც მიშელისთვის

“მე ზოგადად, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ჩემი ხელმოწერაც არის და ბევრის ხელმოწერა არის, განსხვავებით სხვა პოლიტიკური ლიდერებისგან, მე სკეპტიკურად ვუყურებ ამ დოკუმენტს და ეს არ დამიმალია არც ელჩებისთვის, არც შარლ მიშელისთვის. იმ სამი რაღაცის გამო, რაც მე ჩამოვთვალე ხელი მოვაწერე და ილუზიებში არ ვამყოფებ არც საკუთარ თავს და არც ჩვენ მხარდამჭერებს და არც რაღაც აღფრთოვანებას განსაკუთრებულს არ გამოვხატავ ამ დოკუმენტის მიმართ და მე ვნახე ეს აღფრთოვანება ბევრ სხვა პოლიტიკურ ლიდერების მხრიდან თითქოს ეს დოკუმენტი არის რაღაც ხსნა და პანაცია”, – ამბობს “გირჩი-მეტი თავისუფლებას” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე შარლ მიშელის დოკუმენტზე საუბრისას ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიბოკერია: პოლიტიკურ ტერორისტს არ უნდა დაადებინო ისეთი შედეგი, რომელიც შენ მიგაჩნია სახიფათოდ
შემდეგი სტატიარურუა შეწყალების აქტით სამშაბათს, მელია კი ამნისტიის კანონის მიღების შემდეგ გათავისუფლდება – გიორგი ვაშაძე