ჯაფარიძე – მამუკა ხაზარაძეც შეიძლება იყოს პრემიერობის კანდიდატი, გიორგი ვაშაძეც, რატომაც არა

ჯერ ორი ხმა გვაკლია, მთავრობისთვის უნდობლობის პროცესის დასაწყებად 49 ხმა გვაქვს, – აცხადებს „ლელოს“ წარმომადგენელი ბადრი ჯაფარიძე.

ბადრი ჯაფარიძემ უპასუხა შეკითხვას, იქნება თუ არა მამუკა ხაზარაძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი.

„რატომაც არა, მაგრამ შეთანხმება ჯერ არ გვქონია; ასევე, შეიძლება იყოს სხვა კანდიდატებიც. დღეს გიორგი ვაშაძეზე გაიჟღერა – რატომაც არა? უნდა განვიხილოთ სხვადასხვა კანდიდატები. დისკუსია გახსნილი გვაქვს ოპოზიციონერ კოლეგებთან, ვიხილავთ სხვადასხვა კონფიგურაციებს, ჯერ ორი ხმა გვაკლია, მთავრობისთვის უნდობლობის პროცესის დასაწყებად 49 ხმა გვაქვს.

იმედი მაქვს, ერთი პოლიტიკური ჯგუფი მაინც გადახედავს თავის გადაწყვეტილებას და მხარს დაუჭერს უნდობლობის პროცედურის დაწყებას“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

 

banner
წინა სტატიაშიშავგულიძე: გამართლებული არ იქნება ძალოვან მინისტრებად მაინც და მაინც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების დასახელება
შემდეგი სტატიამამაო, რომელიც ჟურნალისტების უხამს ფოტოებს აზიარებს: ​Facebook-ის მოხმარება არ ვიცი