ჯაფარიძე: ლელოსთან გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია, გვარამიასთანაც გვქონდა და გვილაპარაკია

გირჩი ჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ 2024 წლის არჩევნებზე “ქართული ოცნების” დამარცხების ერთადერთი და მთავარი გასაღები ოპოზიციის გაერთიანება და პოლიტიკურ პროცესებში მოსახლეობის აქტიური ჩართულობაა.

“ლელოსთან” გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია. ნიკა გვარამიასთანაც გვქონია კომუნიკაცია და რაღაცებზე გვილაპარაკია. ნიკა მელიაც ქმნის პარტიას და როგორც მე ვიცი, მისი წარმომადგენლები საუბრობენ, რომ ჯერ საკუთარ პარტიას გააკეთებენ და მერე იფიქრებენ, მომავალში რა ნაბიჯები შეიძლება, გადადგან. ნიკასთან კომუნიკაცია არ გვქონია, მაგრამ შეიძლება, გვქონდეს. არანაირი პრობლემა არ არის მასთან კომუნიკაციაში. მთავარი არის, რომ ოპოზიციის ხმები არ დაიკარგოს და მანდატები არ უნდა წაიღოს არც ერთ შემთხვევაში. ესეც არის გამარჯვების ფორმულის ნაწილი. მთლად ცალ-ცალკე ამისი მიღწევა შეუძლებელი მგონია, მაგრამ რაღაც ტიპის დაჯგუფების შემთხვევაში დაძლევადია”, – ამბობს გირჩი ჯაფარიძე.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტუსკის განცხადებით, ის მხარს დაუჭერს უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების დროს
შემდეგი სტატიაკრისტიან ფროიდინგი: უკრაინაში, რუსეთმა წლის ბოლომდე შეიძლება დაკარგოს ნახევარი მილიონი ჯარისკაცი