ჯაფარიძე: კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გზა ძალის დემონსტრირებაა

“კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გზა ძალის დემონსტრირებაა, ივანიშვილს სხვა გზა არ ესმის”, – ამის შესახებ “მეტი თავისუფლება – გირჩის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.

“ერთადერთი გზა, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს და რაღაცა ტიპის შეთანხმება მოხდეს, გადის იმაზე, შევძლებთ თუ არა ძალის დემონსტრირებას ივანიშვილისთვის. მას სხვა ენა არ ესმის. ნებისმიერ სხვა გზას აღიქვამს სისუსტედ და შესაბამისად, სხვა გზით არათუ არაფერს დათმობს, ეცდება, რომ პირიქით, მეტი ძალაუფლება მოიპოვოს.

თუმცა, არა მგონია, რომ ამასთან კავშირში იყოს კობახიძის ვიზიტი აშშ-ში. არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ კობახიძე ამერიკაში ჩავა და ჩვენი ამერიკელი მეგობრები მას რაღაცას აუხსნიან და გააგებინებენ”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიკვარაცხელია ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია
შემდეგი სტატიასამეგრელოში ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლის შეჩერების საკითხი და გასატარებელი ღონისძიებები ოპერაციული შტაბის სხდომაზე განიხილეს