ჯაფარიძე კობა გვენეტაძეს: ცალსახაა, რომ ეროვნული ბანკი ძირითადი ამოცანის შესრულებას ვერ უმკლავდება

ეროვნული ბანკი და მისი პრეზიდენტი ვერ ასრულებენ ეროვნული ბანკისთვის განსაზღვრულ ძირითად ამოცანას. პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და უნდა გადადგეს. როდის აპირებთ გადადგათ ეს ნაბიჯი?- ასე მიმართა „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ბადრი ჯაფარიძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს, რომელიც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2022-2024 წლების ფულად – საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებს წარადგენს.

ბადრი ჯაფარიძის შეფასებით, თუკი ეროვნული ბანის პრეზიდენტი ვერ ასრულებს ამოცანას, მისი ამ თანამდებობაზე დარჩენა აზრს მოკლებულია, შესაბამისი ერთადერთი სწორი ნაბიჯი მისი გადადგომა იქნება.

banner
წინა სტატიაშისამადაშვილი გვენეტაძეს: იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ქვეყანაში ანაკლიის პორტი არ აშენდა
შემდეგი სტატიანაცვლიშვილი კობა გვენეტაძეს – ვიღაც ხომ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ დღეს ადამიანები დაიძინებენ მშივრები