ჯაფარიძე: ყველამ, ვისაც აქვს მანდატები, კიდევ ერთხელ უნდა მივმართოთ პარლამენტს, რომ შეგვიჩეროს მანდატები

პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხო მოლაპარაკებებსა და ოპოზიციური პარტიების სამომავლო გეგმებს.

„ისე აღმოჩნდა, რომ დღეს მე ვიყავი ერთადერთი, ვინც უშუალოდ იღებდა მონაწილეობას ამ მოლაპარაკებების პროცესში. სხვა პარტიების ლიდერებიდან არავინ ესწრებოდა. ამიტომ დამსწრეებს აინტერესებდათ, კონკრეტულად როგორ მიმდინარეობდა მოლაპარაკების რაუნდი, როგორი იყო პროცედურები და შევეცადე, მაქსიმალურად მომეყოლა, რა ხდებოდა. ამის შემდეგ იყო საუბარი მომავალ გეგმებზე და რა შეიძლება იყოს შემდეგი ნაბიჯები, რა შეიძლება გააკეთონ პარტიებმა, მათ შორის ახლა იწყებენ მსჯელობას 15 მაისის აქციაზე. ჯერ ვერ მოგიყვებით ვერაფერს, შეთანხმება არაფერზე არ ყოფილა, რადგან მე ადრე გამოვედი“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ამასთან, ჯაფარიძე არ გამორიცხავს, რომ მოლაპარაკებები კვლავ გაგრძელდეს.

მისივე თქმით, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტს კიდევ ერთხელ უნდა მიმართონ მანდატების შეწყვეტით მოთხოვნით.

„ჩემი აზრით, ყველამ, ვისაც აქვს მანდატები, კიდევ ერთხელ უნდა მივმართოთ პარლამენტს, რომ შეგვიჩეროს მანდატები. მე ეს გადაწყვეტილება მიღებული მაქვს სერიოზულად და მგონია, რომ გასაკეთებელია“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშინამოხვანში პოლიციის გაძლიერებული დაცვის თანხლებით ტექნიკა “აგუგუნდა”
შემდეგი სტატიაოპოზიცია „15 მაისის შტაბს“ ქმნის