ჯაფარიძე: ყველამ უნდა დავიწყოთ ფიქრი, როგორ მივაღწიოთ თანხმობას ქვეყნის ძირითად პრობლემებზე

ყველამ უნდა დავიწყოთ ფიქრი, როგორ მივაღწიოთ თანხმობას ქვეყნის ძირითად პრობლემებზე. ალბათ, შეთანხმება ყველაფერზე ვერ შედგება, შეიძლება, ამ პროცესის ძალიან ამბიციური სახელწოდება იყოს შერიგება, მაგრამ თანხმობის მიღწევა ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებზე და მისი გადაჭრის გზებზე აუცილებელია, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ის პროცესი, რისი ინიცირებაც პრეზიდენტმა მოახდინა.

„პრეზიდენტის მიწვევას ველოდებით, მზად ვართ, რომ იმ პროცესში აქტიური მონაწილეობა მივიღოთ, რასაც ჰქვია თანხმობის მიღწევის მცდელობა პოლიტიკურ აქტორებს შორის. ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ ერთ ან ორ კვირაში შეიძლება, ყველა პრობლემა გადაიჭრას, რაც დაგროვდა, მაგრამ აუცილებელია, პროცესი შედგეს, ფორმატზე შევთანხმდეთ და ქვეყნის პრიორიტეტები დავაყენოთ წინ და არა პარტიული ინტერესები, ან სუბიექტური სიმპატია-ანტიპატია. განსაკუთრებულად პრიორიტეტულია უსაფრთხოების საკითხები, პოლიტიკური მართლმსაჯულება, ეკონომიკური გამოწვევები. ეს საკითხები ჩვენს თანამოქალაქეებს აწუხებთ და მათში განხეთქილებაა იწვევს. რაც მთავარია, უნდა შეიცვალოს პოლიტიკური ველი, ზიზღი და სიძულვილი უნდა გადავრქმნათ შესაძლო თანამშრომლობის ველში, როცა ფუნდამენტურად განსხვავებული პოლიტიკური აქტორები ახერხებენ შეჯერებას ქვეყნისთვის მთავარ პრიორიტეტებზე“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილთან შესახვედრად მესამე პრეზიდენტიც მზადაა :მადლობელი ვარ გიორგი მარგველაშვილის მიერ დაკავებული პროაქტიული პოზიციისთვის
შემდეგი სტატიანაყოფია: სააკაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესებული არ არის