ჯაფარიძე: ხვალ უნდა ვამტკიცო, რომ კობახიძის მონა არ ვარ

“ხვალ 12.00 საათიდან უნდა ვამტკიცო, რომ კობახიძის მონა არ ვარ. პარლამენტის წარმომდგენელმა უნდა მიმტკიცოს საპირისპირო”, – ასე ეხმაურება “გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე Facebook-ზე საკონსტიტუციო სასამართლოში დაგეგმილ განხილვას, რომელიც მის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას შეეხება.

ჯაფარიძის ინტერესებს სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაცია კონსტიტუციური თავისუფლების კუთხე დაიცავს.

“ქართულმა ოცნებამ” ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებები უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე არ დააკმაყოფილა. ზურაბ ჯაფარიძემ, ელენე ხოშტარიამ და თამარ კორძაიამ პარლამენტის გადაწყვეტილება, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

banner
წინა სტატიაშიბურჯანაძე: ეს დოკუმენტი არც ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენაა, არც კრიზისიდან გამოყვანა
შემდეგი სტატიაბურჯანაძე: ზოგი უფრო მყარი აღმოჩნდა ვადამდელი არჩევნების ბრძოლის პროცესში, ზოგს თავიდანვე ეტყობოდა მერყეობა